ოჯახში ძალადობა

ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის პირს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

www.eloccidental.com.mx

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ბ.-მ 2018 წლის 7 იანვარს, საღამოს საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, ყოფილი მეუღლის ზ.ხ.-ს საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობა, რა დროსაც ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა გ.ბ. იმავე ღამეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა.

 

კომენტარები