შსს

შსს-მ თბილისში ე.წ კანონიერ ქურდებთან კავშირში მქონე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, დაკავებულები წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული რ.გ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1980, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.გ., რომელიც შსს-ის ცნობით, ე.წ კანონიერი ქურდია. 

"მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. "კანონიერი ქურდებთან" და მათი დავალებით მოქმედებდნენ," - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოძიება მიმდინარეობს დიდი ოდენობის ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე. 

კომენტარები