დიმა ბილანი ბათუმში

პუტინის მხარდამჭერმა, დიმა ბილანმა ბათუმში კონცერტი გამართა

0 კომენტარი
ფოტო: www.facebook.com/pg/tassagency/videos/

რუსმა მომღერალმა, დიმა ბილანმა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერია, საქართველოში, ბათუმში იმღერა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ბათუმის შერატონში, ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის კორპორატიულ საღამოზე იყო მიწვეული. კომპანიის ხელმძღვანელი რუსეთის მოქალაქეა, მფლობელი კი რუსეთში დაფუძნებული კომპანია.

ბათუმში ვიზიტის შესახებ ბილანმა ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზეც დაწერა.

"მივფრინავ ბათუმში, სადაც მამაჩემი საზღვაო სასწავლებელში მსახურობდა", - დაწერა რუსმა მომღერალმა.

ფოტო: www.instagram.com

აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსი მომღერლის ვიზიტთან კავშირი არ აქვთ და მისი ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

"აჭარის მთავრობა არც ორგანიზებაში იყო ჩართული რაიმე მიმართულებით, არც ინფორმირებული იყო და არც მიწვეული", - ამბობენ პრესსამსახურში.

დიმა ბილანი რუსეთის მოქმედი პრეზიდენტისა და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია. ის ქეთა თოფურიასთან, გრეგორი ლეპსთან და რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პუტინის მხარდამჭერ კლიპშიც, Путеводная звезда (გზამკვლევი ვარსკვლავი) მონაწილეობს.

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს იმ კომპანიას, რომელმაც პუტინის მხარდამჭერი რუსი მომღერალი მოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები