ავიაკატასტროფა

სირია-ერაყის საზღვართან აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

Getty Images

გავრცელებული ცნობით, ერაყის დასავლეთით, ანბარის პროვინციაში, ქალაქ ალ-კაიმთან, სირიის საზღვართან ახლოს აშშ-ის HH-60 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ვერტმფრენს 7 სამხედრო გადაჰყავდა. ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ინფორმაცია არ ვრცელდება დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ. ადგილზე სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.

კომენტარები