საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

უმცირესობა საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ნინია კაკაბაძეს წარადგენს

საპარლამენტო უმცირესობა, ევროპული საქართველო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად პარლამენტს ჟურნალისტს, ნინია კაკაბაძეს წარუდგენს. ინფორმაციას პარტია ადასტურებს. 

ნინია კაკაბაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა გაზეთ "24 საათში", "ამერიკის ხმაზე", ტელეკომპანია "იბერიაში", აჭარის ტელევიზიაში. 2000 წლიდან აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებსა თუ ონლაინ-მედიაში. 

კაკაბაძე, ძირითადად, მუშაობს თანამედროვე ქართული და მსოფლიო კინოს, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ლგბტ უფლებების, ქალთა უფლებების, სოციალურად დაუცველი ჯგუფების, არასრულწლოვანთა უფლებებისა და საშინაო პოლიტიკის მიმართულებით. 

2012 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი და ლექტორი. 

ამასთან, 2011 წელს ნინია კაკაბაძემ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიური საბჭოს ჯილდო "ტოლერანტის ქომაგი" მიიღო. 

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატებიდან 4 წევრი უნდა დაამტკიცოს. 

სახალხო დამცველი ზვიად დევდარიანის კანდიდატურას წარადგენს, ხოლო ქართული ოცნება ზაზა შათირიშვილის, ია მამალაძისა და მალხაზ ასლამაზიშვილის კანდიდატურებს. 

კომენტარები