საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

დაშავებული ტურისტების სასტუმროსა და ავიაბილეთების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

შსს

გუდაურში საბაგიროს მწყობრის გამოსვლის შედეგად დაშავებული ტურისტების სასტუმროსა და ავიაბილეთების ხარჯებს მთის კურორტების კომპანია დაფარავს. ამის შესახებ გაცხადებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებთან ფსიქოლოგებიც მუშაობენ. 

"გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაშავებულები და მათი თანმხლები პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინტრაციამ კვებით, სასტუმროთი და ავიბილეთებით უზრუნველყო. ხარჯებს მთის კურორორტების კომპანია დაფარავს. დაშავებულებთან ერთად მუშაობენ ფსიქოლოგებიც. დაშავებული უცხოელი ტურისტები და მათი ახლობლები ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისრტაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ მოინახულა." - წერია განცხადებაში. 

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გუშინ გამოვიდა და უეცრად უკუსვლით მოძრაობა დაიწტო, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა,მათ შორის ტურისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულების მკურნალობის ხარჯს სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია სრულად აანაზღაურებს.

აღსანიშნავია, რომ კურორტი გუდაური შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" ეკუთვნის, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

კომპანია რომელიც 2013 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" მიერ დაარსდა, 2014 წლამდე მოხსენიებულია როგორც შპს "გუდაურის განვითარების სააგენტო". 2014 წლამდე კომპანია მართავდა მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს.

2014 წლის ივლისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით ბაკურიანის ერთ-ერთი სასრიალო არეალი - დიდველი მენეჯმენტში გადაეცა კომპანიას. 2015 წელს კომპანიას ასევე მმართველობაში გადაეცა კურორტი გოდერძი. კურორტი პირველად კომპანიის მართვაში გადასვლის შემდეგ, 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.

2017 წლისათვის შპს "საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანია" მართავს შემდეგ კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი (კოხტა, მიტარბი, დიდველი), გოდერძი, ჰაწვალი და თეთნულდი (მესტია).

კომენტარები