ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალება

Independent: გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიკოლაი გლუშკოვი გაგუდეს

0 კომენტარი
ფოტო: Metro.co.uk

დიდ ბრიტანეთში გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსი ბიზნესმენი, ნიკოლაი გლუშკოვი საკუთარ სახლში მოკლეს.

Independent-ის მიხედვით გამომძიებლებს მიაჩნიათ, რომ გლუშკოვი ძაღლის საყელურით დაახრჩვეს.

ოფიციალური პირების განცხადებით გლუშკოვის მკვლელობის და ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის დაკავშირებისათვის ჯერ-ჯერობით არავითარი საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის ახლო მეგობარი, რუსი ბიზნესმენი, ნიკოლაი გლუშკოვი 14 მარტს ლონდონში გარდაცვლილი იპოვეს.

ნიკოლაი გლუშკოვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, მისმა მეგობარმა, გაზეთ "ვედომოსტის" რედაქტორმა, დამიან კუდრიავცევმა Facebook-ზე დაპოსტა.

ნიკოლაი გლუშკოვი კომპანია "აეროფლოტის" გენერალური დირექტორი იყო, ასევე ის და ბერეზოვსკი იყვნენ შვეიცარული კომპანიის "ანდავას" მთავარი წილის მფლობელები.

2000 წელს ნიკოლაი გლუშკოვი "ანდავაში" ფულის გათეთრებისა და გაყალბების მიზეზით 5 წლით დაიჭირეს. ის 2004 წელს გაათავისუფლეს, მას შემდეგ ნიკოლაი გლუშკოვი სიკვდილამდე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ღვინჯილია

კომენტარები