საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

ქუმსიშვილი: გუდაურის საბაგიროზე დასკვნას საერთაშორისო ექპერტები მოამზადებენ

პირველი ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი
ტაბულა

ვიცეპრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, გუდაურში მწყობრიდან გამოსულ საბაგიროზე დასკვნას საერთაშორისო ექპერტები მოამზადებენ. საქართველოში ამისათვის კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები ჩამოვლენ.

"საქართველოში მსოფლიოში ცნობილი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექპერტთა ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც დამოუკიდებელ დასკვნას მოამზადებენ და პროკურატურას მიაწვდიან. ამასთან ერთად, საქართველოში უკვე ჩამოფრინდნენ კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელი დასკვნა დაიდოს და დასკვნა არ იყოს მხოლოდ მწარმოებლის ან ქართული მხარის მიერგაკეთებული. საუბარია ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე“, - ამბობს ქუმსიშვილი.

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გუშინ გამოვიდა და უეცრად უკუსვლით მოძრაობა დაიწყო, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ტურისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები