დიდი ბრიტანეთი - რუსეთი

პასუხი ტერეზა მეის - რუსეთი 23 ბრიტანელ დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს

RIA Novosti

23 ბრიტანელ დიპლომატს რუსეთიდან გააძევებენ. ისინი პერსონა "ნონ გრატად" გამოაცხადეს და ბრიტანეთის ტერიტორია ერთ კვირაში უნდა დატოვონ. ეს გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს ელჩს რუსეთის ფედერაციაში, ლოურენს ბრისტოუს გააცნო. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე პასუხია.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა სამი დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის საპასუხოდ ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისში, ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში 4 მარტს მოწამლეს. 66 წლის სერგეი სკრიპალი, რომელსაც დიდმა ბრიტანეთმა თავშესაფარი 2010 წელს მიანიჭა, ყოფილი რუსი აგენტია აშშ-ში და გავრცელებული ცნობით დიდი ბრიტანეთისათვის ჯაშუშობდა. მოწამლულია მისი 33 წლის ქალიშვილი იულია სკრიპალიც. ისინი ამ დრომდე კომაში არიან.

კომენტარები