გვარამიას შეხვედრა მამალაძესთან

გვარამია: გიორგი მამალაძემ გაშიფრა საპატრიარქოში მითვისებების ფინანსური სქემები

ნიკა გვარამიამ, "რუსთავი 2"-ის ეთერში დეკანოზ მამალაძესთან შეხვედრაზე ისაუბრა.

გვარამიას თქმით, მამალაძე ციხეში იმიტომ ზის, რომ მაღალი ეკლესიური თანამდებობის პირების მიერ ეკლესიის ქონების დატაცება გაშიფრა.

"გიორგი მამალაძემ გაშიფრა, საპატრიარქოში მითვისებების ფინანსური სქემები. მილიონობით თანხებზეა საუბარი.ეკლესიის მაღალჩინოსნები ნამდვილად არიან დასახელებული, არავითარ პირად ცხოვრებაზე იქ [შეხვედრაზე] საუბარი არ ყოფილა, უბრალოდ სირცხვილია. ეს ადამიანი იქ ზის იმიტომ, რომ გაშიფრა მაღალი ეკლესიური თანამდებობის პირების მიერ ეკლესიის ქონების დატაცება და ამის უტყუარი საბუთები აქვს" - თქვა ნიკა გვარამიამ.

13 მარტს, ნიკა გვარამიამ დეკანოზი მამალაძე, მატროსოვის ციხეში, ადვოკატის სტატუსით მოინახულა.

კომენტარები