საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა

საბაგიროზე მომხდარის შესასწავლად საერთაშორისო ექსპერტები გუდაურში ჩავიდნენ

0 კომენტარი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ. მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექპერტ-კრიმინალისტები და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. 

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთერთ საბაგიროზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე." - ამბობს ქუმსიშვილი.

გუდაურში საბაგირო მწყობრიდან ორი დღის წინ გამოვიდა და უეცრად უკუსვლით მოძრაობა დაიწყო, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ტურისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები