რუსეთის არჩევნები

რუსეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

bbc.com

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

სახელმწფო უწყებების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით პუტინი ხმათა 69%-ს მიიღებს. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი, პაველ გრუდინინია ხმათა 7%-ით.

The Guardian-ის მიხედვით რუსეთის მოსახლეობის ნაწილს 3 მარტს მოსკოვის ცენტრში მდებარე Лужники-ს სტადინზე პუტინის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დასწრება აიძულეს.

Guardian-ი რუსულ ოპოზიციურ საიტებზე და სოციალურ მედიაზე დაყრდნობით წერდა, რომ ათასობით რუს მოქალაქეს, მათ შორის სტუდენტებს, სახელმწიფო უწყებების მოხელეებს და კერძო კომპანიების თანამშრომლებს მოუწოდეს დასწრებოდნენ ღონისძიებას და საჩვენებლად სურათებიც გადაეღოთ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა წინასაარჩევნო კამპანიას 14 მარტს ოკუპირებულ ყირიმში დაასრულა.

არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობს. რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთიანი რუსეთის ალიანსის, საერთო რუსული ეროვნული ფრონტის კანდიდატია, პაველ გრუდინინი კომუნისტური პარტიიდან, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიიდან კენჭს იყრის ვლადიმირ ჟირინოვსკი, ქსენია სობჩაკი - სამოქალაქო ინიციატივის სახელით, ზრდის პარტიის კანდიდატია ბორის ტიტოვი, რუსეთის საერთო სახალხო გაერთიანების კანდიდატია სერგეი ბაბურინი, რუსი  კომუნისტების კანდიდატია მაქსიმ სურაიკინი ხოლო იაბლოკოს კანდიდატი სერგეი იავლინსკია.

კომენტარები