Rick and Morty

Rick and Morty-ს თანაავტორი: მე-4 სეზონის შეკვეთა არ მიგვიღია

0 კომენტარი

ცნობილი ამერიკული სერიალის Rick and Morty-ის თანაავტორმა დენ ჰარმონმა Twitter-ზე დაწერა, რომ Cartoon Network-ს მათთვის სერიალის მე-4 სეზონი არ შეუკვეთია. 

ამის შესახებ ჰარმონმა ფანის მიერ დასმულ კითხვის საპასუხოდ დაწერა. ფანმა პოსტში ჰარმონს "ზარმაცი ალკოჰოლიკი" უწოდა, რადგან მისი თქმით, ამ დრომდე ვერ შეძლო მე-4 სეზონის სცენარის დაწერა. 

"რთული ვითარებაა. ერთი მხრივ, ერთგვარი გამოწვევა შეიძლება იყოს, დაწერო შოუ, რომელიც ქსელს შენთვის არ შეუკვეთია, განსაკუთრებით, როცა ზარმაცი ალკოჰოლიზმით ხარ დაავადებული. მეორე მხრივ კი, იმაზე ფიქრი, რომ შენნაირი ფანები საფასურს გადაიხდიან... მე ვგულისხმობ... წავედი, დავლევ" - დაწერა ჰარმონმა.

ჰარმონი წარსულში ალკოჰოლიზმს ებრძოდა, რაზეც ყოველთვის ღიად საუბრობდა და არასდროს მორიდებია კრიტიკას სოციალურ მედიაში. 

2017 წლის დეკემბერში სხვადასხვა ახალი ამბების საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე-4 სეზონის გადაღება იგეგმებოდა. თუმცა, მოგვიანებით, რაიან რიდლიმ, სერიალის ყოფილმა სცენარისტმა, მინიშნება გააკეთა, რომ სინამდვილეში მომდევნო სეზონზე არავინ მუშაობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები