რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები

ეგზიტპოლი: პუტინი - 71,99%, გრუდინინი - 15,89%, სობჩაკი - 1,39%

vox.com

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დღეს, მოსკოვის დროით 20:00 საათზე დასრულდა. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ადგილობრივი ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე 71,99%-ით ვლადიმერ პუტინი გავიდა. 

მეორე ადგილს 15,89%-ით კომუნისტური პარტიის ლიდერი პაველ გრუდინინი იკავებს, მას მოჰყვება ვლადიმერ ჟირინოვსკი ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. მეოთხე ადგილზე გავიდა ქსენია სობჩაკი 1,39%-ით, შემდეგ იავლინსკი 0,77%-ით, ბაბურინი - 62%-ით, სურაიკინი - 0,61%-ით და ტიტოვი 0,59%-ით. 

ადგილობრივი, მეტნაკლებად დამოუკიდებელი მედიის ცნობით, არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. 

ეს ვლადიმერ პუტინისთვის რიგით მე-4 საპრეზიდენტო ვადა იქნება. პირველად ის პრეზიდენტი 2000 წელს გახდა, მან რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი ჩაანაცვლა. მეორე ვადით პუტინი 2004 წელს აირჩა და 2008 წლამდე ეკავა თანამდებობა. გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ადამიანს მიყოლებით 2-ზე მეტჯერ პრეზიდენტობა არ შეუძლია, პუტინმა მომდევნო 4 წლით პრემიერმინისტრის სკამზე გადაინაცვლა, 2012 წელს კი კვლავ პრეზიდენტი გახდა. გაზრდილი საპრეზიდენტო ვადის გამო, ამჯერად უკვე 6 წლით. 

კომენტარები