ჰაიკო მასი

ჰაიკო მასი: რუსეთი რთულ პარტნიორად დარჩება, თუმცა დიალოგი უნდა გაგრძელდეს

ჰაიკო მასი
Reuters

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მასის თქმით რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ხელახლა არჩევა ნიშნავს იმას, რომ რუსეთი კვლავ რთულ პარტნიორად დარჩება, თუმცა ევროკავშირმა რუსეთთან საუბარი უნდა გააგრძელოს.

"რუსეთის არჩევნების შედეგები ისევე არ გვაკვირვებს, როგორც ის პირობები, რომელშიც არჩევნები ჩატარდა. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ სამართლიან კონკურენციაზე იმ გაგებით, რაც ჩვენ გვაქვს. რუსეთი დარჩება რთულ პარტნიორად, თუმცა რუსეთი ასევე საჭირო იქნება დიდი საერთაშორისო კონფლიქტების გადასაჭრელად და ამიტომ გვსურს, რომ დიალოგი გაგრძელდეს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბებიან. მათ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული იარაღით მოწამვლის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

საგარეო საქმეთა და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის თქმით ამის შემდეგ მინისტრები საკითხზე ერთობლივ პოზიციას შეიმუშავებენ.

კომენტარები