უბედური შემთხვევა

ურეკში ხანძრის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ურეკში, სახლში განჩენილი ხანძრის შედეგად 90 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები