ყავის ფალსიფიკაცია

ყავის ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომლის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ობიექტებში ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები