დონალდ ტრამპი

ტრამპმა ნოვრუზის მილოცვაში ირანის მთავრობა და რევოლუციური გვარდია გააკრიტიკა

დონალდ ტრამპი
Bloomberg

დონალდ ტრამპმა ირანელებს ნოვრუზი, ანუ ახალი წლის დღესასწაული მიულოცა და ამავდროულად ირანის მთავრობა, განსაკუთრებით კი ირანის რევოლუციური გვარდია გააკრიტიკა.

"მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს, ვინც გაზაფხულის მოსვლას ზეიმობს, ვუსურვებ ლამაზ და დალოცვილ ნოვრუზის დღესასწაულს." თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ "ირანელ ხალხს ტვირთად აწევთ ის მმართველები, რომლებიც ხალხის სამსახურის ნაცვლად საკუთარ თავს ემსახურებიან." მან რევოლუციურ გვარდიას უწოდა "მტრული არმია, რომელიც ძალადობს და იპარავს ირანელი ხალხისაგან რათა საზღვარგარეთ ტერორიზმი გააფინანსოს."

"ოცდახუთი საუკუნის წინ, დარიოს დიდმა ღმერთს სთხოვა დაეცვა ირანი სამი საფრთხისაგან: მტრული არმიისაგან, გვალვისაგან და ტყუილისაგან. დღეს, ირანის რეჟიმის რევოლუციური გვარდია სამივეს წარმოადგენს." თქვა ტრამპმა.

კომენტარები