ბათუმში მამაკაცი კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის სამუშაოს ასრულებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.