სერგეი სკრიპალის მოწამლვის საქმე

რუსი მეცნიერის თქმით საბჭოთა კავშირში "ნოვიჩოკს" სარატოვის რეგიონში ქმნიდნენ

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

RIA news-თან ინტერვიუში პროფესორმა ლეონიდ რინკმა თქვა, რომ საბჭოთა კავშირში ნერვული აგენტის, "ნოვიჩოკის" პროგრამაზე მუშაობდა და სადოქტორო დისერტაციაც დაიცვა. "ნოვიჩოკი" დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის მოსაწამლად გამოიყენეს. რუსეთმა მოწამვლაში მონაწილეობა, "ნოვიჩოკის" ქონა და მასზე მუშაობა უარყო.

რინკმა თქვა, რომ 1990-იან წლებამდე 27 წლის მანძილზე სარატოვის რეგიონში, ქალაქ შიხანის ქიმიური იარაღის კვლევით დაწესებულებაში მუშაობდა, სადაც "ნოვიჩოკს" ქმნიდნენ. "ნოვიჩოკი", მისი თქმით, თავდაპირველად ერთი ნივთიერება არ იყო და ის ქიმიური იარაღების გამოყენების სისტემას წარმოადგენდა.

"შიხანიში და მოსკოვში სპეციალისტების დიდი ჯგუფი მუშაობდა "ნოვიჩოკზე". საბოლოოდ კარგი შედეგები მივიღეთ."

რინკის თქმით სერგეი სკრიპალის მოსაწამლმა "ნოვიჩოკი" რომ გამოეყენებინათ ადგილზევე მოკვდებოდა.

რინკმა გამოძიებასთან აღიარა, რომ 1995 წელს რუსი ბანკირის მოსაწამლად გამოყენებული ქიმიური იარაღი მან გაყიდა და ამისათვის ერთწლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. მისი თქმით სკრიპალის მოსაწამლად "ნოვიჩოკის" გამოყენება "იდიოტობის პიკი" იქნებოდა, რადგაც მას მაშინვე დააკავშირებდნენ რუსეთთან და გარდა ამისა უფრო შესაფერისი ნივთიერებების არსებობს.

"რთული დასაჯერებელია, რომ რუსეთი მონაწილეობდა [მოწამვლაში], იქიდან გამომდინარე, რომ ისინი, ვისაც ინციდენტი შეემთხვათ კვლავ ცოცხლები არიან. რუსი ჯაშუშების მხრიდან ასეთი არაკომპეტენტურობა დასაცინი და მიუღებელი იქნებოდა."

რინკის თქმით "ნოვიჩოკის" შექმნის ტექნოლოგია დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს და ჩინეთსაც აქვს.

რინკის თქმით 1990-იან წლებში რუსეთი ხუთმა მეცნიერმა დატოვა, რომლებიც "ნოვიჩოკის" ტექნოლოგიას იცნობდნენ და ის გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ მათ ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები