რომის პაპი

ილია მეორე რომის პაპ ფრანცისკეს პაპობის 5 წლისთავს ულოცავს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ილია მეორე რომის პაპ ფრანცისკეს პაპობის 5 წლისთავს ულოცავს. 

"თქვენო უწმინდესობავ, 

გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს - რომის პაპის ტახტზე არჩევის 5 წლისთავს. 

დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი წინააღმდეგობები და პრობლემებით სავსე სიტუაციაა, თქვენი მოღვაწეობა და მშვიდობისთვის ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. 

დიდი სიყვარულით ვიხსენებ თქვენს ვიზიტს საქართველოში და ჩვენს შეხვედრებს. 

გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და შემდგომ წარმატებულ წლებს. 

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით, 

თქვენთვის მლოცველი ილია II", - ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ რომის პაპისთვის გაგზავნილ მილოცვაში. 


ფოტო: საქართველოს საპატრიარქო

კომენტარები