თავდასხმა რუსთავი 2-ზე

სანდრო ბრეგაძე პოლიციას ცემაში ადანაშაულებს, შსს ამბობს, რომ ეს "მტკნარი სიცრუეა"

0 კომენტარი
ფოტო: ქართული მარში

ძალადობრივი ჯგუფის, ე.წ ქართული მარშის წევრი, სანდრო ბრეგაძე პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს.

"პოლიციელების მიერ სასტიკად ნაცემია "ქართული მარშის" ლიდერი - სანდრო ბრეგაძე !!!
ამ წამს "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები შეკრებილები ვართ პირველი არხის შენობის გვერდზე პოლიციოს განყოფილებასთან !!!! სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ !!!!", - აცხადებს ე.წ ქართული მარში და პოლიციელების დანაშაულის მტკიცებულებად ამ ფოტოს ავრცელებს:

ფოტო: ქართული მარში
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრალდებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს.  

"ინფორმაცია სანდრო ბრეგაძის ცემის შესახებ არის მტკნარი სიცრუე. შსს აღნიშნულს არ ადასტურებს. ხვალ დილით, ექიმების თანხმობის შემთხვევაში, სანდრო ბრეგაძეს მოუწევს გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა", - უთხრეს ტაბულას შსს-ში. 

სანდრო ბრეგაძე ქართული მარშის სხვა წევრებთან ერთად გუშინ დააკავა. მიზეზი რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტი გახდა - ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა გიორგი გაბუნიას რუსთავი 2-ის ეზოში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, სცემეს ჟურნალისტი დავით ერაძეც

ერთ-ერთ მათგანს, ლადო სადღობელაშვილს რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო 2-დან 5 წლამდე პატიმრობაც ემუქრება. ჯგუფის სხვა წევრების დაკითხვა გრძელდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები