ისრაელი-სირია

ისრაელმა 2007 წელს სირიაში ბირთვული რეაქტორის განადგურება აღიარა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ისრაელმა ოფიციალურად აღიარა, რომ 2007 წლის 5-6 სექტემბერს სირიაში სამიზნე გაანადგურეს, რომელიც სავარაუდოდ ბირთვული რეაქტორი იყო. განცხადებას თან ახლდა ფოტო და ვიდეო მასალა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო თავდასხმა დირ ეზ-ზურის პროვინციაში მოხდა და შედეგად "ისრაელისათვის და მთელი რეგიონისათვის არსებული საფრთხე" გაანეიტრალეს.

"ისრაელის სახელმწიფო არ დაუშვებს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რაც ისრაელის არსებობას საფრთხის ქვეშ დააყენებს. ეს იყო ჩვენი გზავნილი 2007 წელს. ეს კვლავ რჩება ჩვენს გზავნილად დღეს და კვლავაც იქნება ახლო და შორეულ მომავალში." ნათქვამია განცხადებაში.

ისრელს მიაჩნია, რომ რეაქტორის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ამ მოსაზრებას ეთანხმება, თუმცა სირია კვლავ უარყოფს.

ამ საჰაერო თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წლის წინაც გავრცელდა, მათ შორის WikiLeaks-ზეც, თუმცა ისრაელი ამ დრომდე მსგავსი ოპერაციის ჩატარებას უარყოფდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები