კრიმინალი

კახეთში ქალი მოკლეს, ბრალდებული, სავარაუდოდ, მისი შვილია

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ქალი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მისი შვილია.

როგორც ტაბულას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა ცივი იარაღით მოხდა და ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული 92 წლის ქალია და ის ნაჯახით მოკლეს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11¹-108 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები