თავდასხმა რუსთავი 2-ზე

გიორგი გაბუნია: უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, სოციალურ ქსელში მის მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებთან დაკავშირებით, გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, მუქარის გამო, იგი იძულებულია, რომ დაცვით იაროს. 

"უკვე იძულებული ვარ, დაცვით გადავადგილდე. მუდმივ სტრესში მიწევს არა მარტო მუშაობა, არამედ უკვე უბრალოდ ქუჩაში მოძრაობაც კი, იმიტომ რომ, თუ აქამდე სამსახურში ვიყავი საფრთხის ქვეშ, ახლა უკვე პირდაპირ მიმანიშნებენ, რომ სახლშიც კი ვერ ვიგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა. მე ყველანაირი თავისუფლების შეზღუდვას ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, ახლა უბრალოდ არჩევანი არ მაქვს. მე ვალდებული ვარ, არც კი მკითხეს, ისე დამინიშნეს დაცვა და ახლაც დაცვა არის ჩემ გვერდით,"- თქვა გაბუნიამ.

ცნობისთვის, "ქართულმა მარშმა" გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტი გააპროტესტა. სიუჟეტის წარდგენისას ჟურნალისტმა თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული".

ამის გამო ძალადობრივი ჯგუფის წევრები 19 მარტს, რუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობის გამო, გუშინ, 20 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნეოფაშისტური დაჯგუფების 5 წევრი დააკავა, მათ შორის ლადო სადღობელაშვილი. მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები