სტივენ ჰოკინგი

სტივენ ჰოკინგს ნიუტონის და დარვინის საფლავებთან დაკრძალავენ

Science Alert

სახელგანთქმული ფიზიკოსის, სტივენ ჰოკინგის ფერფლს უესტმინტერის სააბატოში, სერ ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის საფლავებთან დაკრძალავენ.

ფიზიკოსი და კოსმოლოგი სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰოკინგის ოჯახის თანახმად, მისი დახურული პანაშვიდი 31 მარტს, კემბრიჯის ყოვლადწმიდა მარიამის სახელობის ეკლესიაში გაიმართება. ეკლესია კემბრიჯის უნივერსიტეტის გონვილი და კაიუსის კოლეჯთან მდებარეობს, სადაც ჰოკინგი 50 წელზე მეტი მოღვაწეობდა.

პროფესორი ჰოკინგის შვილები კოლეჯის ვებ გვერდზე განცხადებას ავრცელებენ:

"მამაჩვენი კემბრიჯში 50 წელზე მეტი ცხოვრობდა და მუშაობდა. ის უნივერსიტეტის და ქალაქის განუყოფელი ნაწილი იყო. ამ მიზეზით, გადავწყვიტეთ მისი პანაშვიდი იმ ქალაქში გადავიხადოთ, რომელიც მას ასე უყვარდა, და რომელსაც ასე უყვარდა ის.

მამაჩვენის ცხოვრება და სამუშაო ბევრს ნიშნავდა რელიგიური და არა რელიგიური ადამიანებისთვის. ამიტომ, პანაშვიდი იქნება ტრადიციული და ამავდროულად ინკლუზიური, რაც მისი ცხოვრების მრავალფეროვნებას ასახავს."

სტივენ ჰოკინგის სამადლობელი მსახურება წელს, უესტმინსტერის სააბატოში გაიმართება.

კომენტარები