თბილისში, საბურთალოზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია საკუთარ სახლში ესროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 108-ე და 236-ე მუხლით, დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.