ოკუპაცია

რუსმა ოკუპანტებმა გორის სოფელ აძვიდან 2 ადამიანი გაიტაცეს

პირველი არხი

რუსმა ოკუპანტებმა გორის სოფელ აძვიდან 2 ადამიანი გაიტაცეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი საოკუპაციო რეჟიმმა სოფლის წმინდა გიორგის სალოცავში დააკავა. სალოცავი საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები