არჩილ ტატუნაშვილის საქმე

გიგა ოთხოზორიას ოჯახი არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე მივიდა

Facebook/ George Kikabidze

2016 წელს ოკუპირებულ რეგიონში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი არჩილ ტატუნაშვილის პანაშვიდზე მივიდა.

23 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში მარიონეტმა სამართალდამცავებმა არჩილ ტატუნაშვილი აწამეს და მოკლეს. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს გადასცეს, საიდანაც მხოლოდ გუშინ, 26 დღის შემდეგ გადმოსცეს საქართველოს. 

2 წლით ადრე კი, 2016 წლის 19 მაისს 30 წლის გიგა ოთხოზორია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს. მას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საზღვართან მდგომ შეიარაღებულ დე ფაქტო მესაზღვრეებთან შელაპარაკება მოუვიდა. კონფლიქტის თავიდან არიდების მიზნით, გიგა ოთხოზორიამ გამშვები პუნქტის ტერიტორია დატოვა და საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ გამოემართა. მას ე.წ. აფხაზი მესაზღვრეები დაედევნენ, მათ შორის, რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელმაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენჯერმე ესროლა გიგა ოთხოზორიას ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში.

ამის შემდეგ, რაშიდ კანჯი ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არსებობს აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო კადრებიც. გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.რაშიდ კანჯი-ოღლი დაკავებული არ არის.

კომენტარები