დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

ზუგდიდის საკრებულოში ევროპული საქართველოსა და ენმ-ს წევრებმა ერთმანეთს სცემეს

livepress.ge

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე "ევროპული საქართველოსა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

Livepress.ge-ს ინფორმაციით, დაპირისპირება ენმ-ის წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ გელა თოლორაიას, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და "ევროპულ საქართველოში" გაწევრიანდა, უნდა ეყოს ვაჟკაცობა და საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდეს.

Palitranews-ის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ენმ-ის წევრმა დათა შელიამ "ევროპული საქართველოს" წევრ ბათლომე შელიას დაარტყა, რის შემდეგაც მათ ერთმანეთს სცემეს.

ამის გამო საკრებულოს სხდომა შეწყდა, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ექიმების განცხადებით, ჩხუბში მონაწილე საკრებულოს დეპუტატებს მსუბუქი სახის დაზიანებები აქვთ.

ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოში პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

livepress.ge-ს ინფორმაციით, 14 მარტის საკრებულოს სხდომაზე ბათლომე შელიამ განაცხადა, რომ გელა თოლორაია პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი გახდა, რადგან იზიარებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებს. გამოცემა წერს, რომ გელა თოლორაია ჯერ არცერთ სხდომას არ დასწრებია.

კომენტარები