აზერბაიჯანი ნავთობექსპორტიორი ქვეყნების კავშირში (OPEC) გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. OPEC-ი უმსხვილესი ნავთობკარტელია, რომელიც მსოფლიო ნავთობის ექსპორტის 30%-ზე მეტს აკონტროლებს, ამ საბაზრო ძალით ორგანიზაციას გლობალურად ნავთობის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.
17-19 მარტს ბაქოში OPEC-ის გენერალური მდივანი მოჰამედ ბარკინდო იმყოფებოდა. მან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.
ბარკინდოს განცხადებით, აზერბაიჯანმა გამოხატა სურვილი გააღმავოს თანამსრომლობა OPEC-თან. მისი თქმით, ყველა შესაძლო გზა - მათ შორის გაწევრიანება აქტიურად განიხილება.
აზიერბაიჯანის მისწრაფებაზე გახდეს OPEC-ის წევრი The Wall Street Journal-იც წერს.
"ჩვენ გვაერთიანებს მსგავსი შეხედულებები, ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე პრინციპებს, ვართ ერთგული ერთი და იგივე გადაწყვეტილებების. აზერბაიჯნმა სრულად ასახა ის გადაწყვეტილებები, რაც წარსულში ერთობლივად მივიღეთ", - ამბობს ბარკინდო.
აზერბაიჯანი დღეში საშუალოდ 800,000 ბარელ ნავთობს მოიპოვებს, ეს გლობალური მოპოვების დაახლოებით 1%-ია.
აზერბაიჯანული ნავთობი გლობალურ ბაზარზე საქართველოზე გამავალი ორი მილსადენით და სარკინიგზო ხაზებით ხვდება.
საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 2017 წელს 253 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. ბაქო-სუფსის მილსადენით კი 29 მილიონი ბარელი გადაზიდეს.
ბაქო-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენების დატვირთვა მაქსიმალური 2009-2010 წლებში იყო, მაშინ წლიურად 315 მილიონ ბარელზე მეტის ტრანსპორტირება მოხდა.