ქართული მარში

ქართული მარშის წევრებმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე დარბაზში ლოცვა წარმოთქვეს

0 კომენტარი
ფოტო: დეა მამისეიშვილი

საქალაქო სასამართლოში ქართული მარშის 6 წევრის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. დარბაზში შესვლისას ბრალდებულებმა დარბაზში ლოცვა დაიწყეს - დაკავებულებმა "მამაო ჩვენო" მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად წარმოთქვეს. 

ამის შემდეგ სანდრო ბრეგაძემ პროკურორს სიტყვა შეაწყვეტინა და დაიყვირა: "გინებისთვის პრემიერი რატომ არ დააპატიმრეთ". მოსამართლემ ბრეგაძეს გაფრთხილება მისცა. 

ქართული მარშის 6 წევრს გამოძიება ედავება ხულიგნობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ეს სისხლის სამართლის დანაშულია და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული მარშის წევრები რუსთავი 2-თან, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის გამო დააკავეს. ძალადობრივი ჯგუფის წევრები გაბუნიას საკადრო ტექსტს აპროტესტებდნენ - ჟურნალისტმა სიუჟეტის წარდგენისას თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული". ისინირუსთავი 2-ს შენობასთან მივიდნენ და გაბუნიას ტელეკომპანიის ეზოში შესვლის უფლება არ მისცეს, სცემეს რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, დავით ერაძესაც. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფა მიაყენა" და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიგი უგულავა

კომენტარები