ცა

გარემოს ეროვნული სააგენტო: ცის გაყვითლება ექსტრემალური პროცესი არ არის

პირველი არხი

საქართველოს ცამ ყვითელი შეფერილობა მიიღო. 

გარემოს ეროვნული სააგენტო ამის გამომწვევ მიზეზს განმარტავს: 

"თბილისის ცაზე გაჩენილი ყვითელი შეფერილობის ღრუბლები გამოწვეულია კავკასიის სამხრეთიდან ატმოსფეროს ზედა ფენებში ქარის მიერ გადმოტანილი ქვიშის ნაწილაკებით, რაც სპეციალისტების განმარტებით, არც თუ ისე იშვიათი მოვლენაა და რამე ექსტრემალური პროცესი არ არის". 

„ცა რომ ყვითელია, ეს გასაკვირი არ არის. სამხრეთიდან თბილი ჰაერის მასების გადმოტანა ხდება, რომელშიც არის სილა და შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს ყვითლად. ეს არის მტვრიანი წვიმა. დღეს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმას ველოდებით. ხვალ, დღისით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და საღამოს, აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს” – უთხრა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ პირველ არხს. 

 

კომენტარები