საფრანგეთი

სუპერმარკეტში, სადაც პირმა მძევლები აიყვანა, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა

reuters

საფრანგეთის ქალაქ ტრებესის სუპერმარკეტში, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ათობით სამართალდამცველი და მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

ფრანგული მედიის ცნობით, შეირაღებული პირი წარმოშობით მაროკოდან არის.

თავდამსხმელი ადასტურებს, რომ იგი ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრია.

კომენტარები