დონალდ ტრამპი

ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ 5,216-ჯერ დაწერა Twitter-ზე

Reuters

covfefe. დონალდ ტრამპმა ახალი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დანიშვნის შესახებ მსოფლიოს არა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის, არამედ Twitter-ის მეშვეობით შეატყობინა. 45-ე პრეზიდენტი მარტის განმავლობაში დღეში საშუალოდ 6 თვითს წერს. 

ტრამპის თვითერის ფოლოვერების რაოდენობა 49.5 მილიონია, ის ფოლოვერების რაოდენობით მსოფლიოში მეოცე ადგილზეა. ტრამპმა 2017 წლის 31 მაისს Twitter-ის მეშვეობით ახალ სიტყვას დაუდო სათავე, მან covfefe დაწერა. ტრამპმა Twitter-ზე დაწერა და შემდეგ წაშალა წინადადება: "Despite the constant press covfefe - მედიის მუდმივი covfefe-ს მიუხედავად." წაშლის შემდეგ კი დაწერა:

ვინ ამოხსნის covfefe-ს ჭეშმარიტ მნიშვნელობას??? გაერთეთ!

ტრამპი თვითერზე 2009 წლის მარტში გაწევრიანდა, მას შემდეგ მან 39,555-ჯერ დათვითა (აქედან 2,000-ზე მეტი რეთვითია). ინაუგურაციის შემდეგ კი ტრამპმა საკუთარი Twitter-ი 5,216-ჯერ გამოიყენა. 

ტრამპის თვითები სანამ პრეზიდენტი გახდებოდა:

რობერტ პატინსონი კრისტენ სტიუარტს არ უნდა დაუბრუნეს. სტიუარტმა მას ძაღლივით უღალატა და მომავალშიც მოიქცევა ასე - აი ნახეთ. პატინსონს ამაზე უკეთესის პოვნაც შეუძლია!

პარასკევს გამოსული "ბინდის" ახალი სერიის შემდეგ იმედი მაქვს რობერტ პატინსონი კრისტენ სტიუარტთან ერთად აღარ გამოჩნდება - ის მას კიდევ ერთხელ უღალატებს!

ყველამ იცის, რომ მე მართალი ვარ, როდესაც რობერტ პატინსონს კრისტენ სტიუარტის მიტოვებას ვურჩევ. რამდენიმე წლის შემდეგ რობერტი ამისთვის მადლობას გადამიხდის. მოიქეცი გონივრულად რობერტ.

რობერტ მე საკმაოდ დიდ კრიტიკას ვიღებ, როდესაც გეუბნები რომ კრისტენი უნდა მიატოვო - მაგრამ მე მართალი ვარ. მის მსოფლიოს კონკურსის გოგონები რომ განახა ამაზე ნამდვილად დაფიქრდებოდი.

კომენტარები