ესპანეთი

გერმანიის პოლიციამ კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი დააკავა

Getty

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დააკავა.

პუჩდემონი დერმანიაში დანიიდან შევიდა. ის საზღვრის გადაკვეთიდან მალევე დააკავეს.

კატალონიის ყოფილი ლიდერის წარმომადგენლის თქმით, ის ბელგიაში მიდიოდა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლოებული, ესპანეთის დატოვების შემდეგ, პუჩდემონი ბრიუსელში ცხოვრობდა.

ესპანეთის ხელისუფლებამ პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი 23 მარტს გამოსცა.

კარლეს პუჩდემონს ბრალი მათ შორის კატალონიის არაკანონიერი რეფერენდუმის ჩატარებისა და ამბოხისკენ მოწოდებისთვის ედება. მას ესპანეთში 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები