უკანონო ხე-ტყე

იმერეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს ზედამხედველობის სამსახური

იმერეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 28 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. ხონის, წყალტუბოს, ბაღდათის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების მძღოლებმა, დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს, ხე-ტყის წარმოშობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ წარმოუდგინეს. ამოღებული ხე-ტყის ოდენობა 50 მ3 შეადგენს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნათ.

კომენტარები