აეროპორტი კახეთში

კანდელაკი: პრემიერის განცხადება კახეთში აეროპორტის საჭიროებაზე არაკომპეტენტურია

გიორგი კანდელაკი
თეორემა/ტაბულა

ევროპულ საქართველოში პრემიერმინისტრის გუშინდელ განცხადებას კახეთში აეროპორტის საჭიროებასთან დაკავშირებით არაკონპეტენტურს უწოდებენ. გიორგი კანდელაკის თქმით, კახეთს არა აეროპორტი, არამედ გომბორის გვირაბი სჭირდება, რომლის მშენებლობაც იგეგმებოდა.

"გუშინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა რომ კახეთს სჭირდება ცალკე
აეროპორტი სადაც ჩარტერული და რეგულარული რეისები უნდა განხორციელდეს.
აღნიშნული განცხადება მიგვაჩნია მცარად და არაკომპეტენტურად. გომბორის
უღელტეხილის ქვეშ დაგეგმილი გვირაბის არსებობის შემთხვევაში, თბილისიდან
თელავამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთამდე მცირდება, რაც უდიდესი სტიმული
იქნებოდა კახეთის ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმის განვითარებისთვის. ამ გვირაბის
მშენებლობა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობას არც დაუწყია, კახეთში აეროპორტის
არსებობას ეკონომიკურ მიზანშეწონილობას უკარგავს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ამბროლაურის აეროპორტი, რომელიც სწორედ კვირიკაშვილის ინიციატივით აშენდა და ამჟამად, ფაქტიურად, უფუნქციოა. რაჭის დანარჩენ საქართველოსთან უკეთ დასაკავშირებლად ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ამ აეროპორტის მშენებლობაში დახარჯული 10 მილიონი ლარის საჩხერე-რაჭის გზის პროექტზე მიმართვა." - ამბობს კანდელაკი.

გიორგი კანდელაკის თქმითვე, კვირიკაშვილის მიერ ქუთაისის აეროპორტის არამიზანობრივ ხარჯად გამოცხადებისა და არასწორი მიდგომების გამო მგზვართა ნაკადი დაგეგმილზე ბევრად ნაკლებია. 

"დასასრულს ასევე უნდა გავიხსენოთ გიორგი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობის
პერიოდში ქუთაისის აეროპორტი არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა. სწორედ ამიტომ,
დიაკარგა დრო და ხელიდან იქნა გაშვებული მსოფლიოში ყველაზე მსხვილი
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის, „რაინეარის“ ქუთაისში შემოსვლა. მიუხედავად იმისა
რომ ქუთაისის აეროპორტი, საბედნიეროდ, ვითარდება და იზრდება, კვირიკაშვილის
არასწორი მიდგომების გამო ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა ნაკადი, და, შესაბამისად,
საქართველოს ეკონომიკაში შეტანილი წვლილიც დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლებია." - ამბობს კანდელაკი.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ თქვა, რომ კახეთს ცალკე  აეროპორტი სჭირდება. 

კომენტარები