უჩვეულო მოვლენა

უჩვეულო ნარინჯისფერი თოვლის საფარი გოდერძის უღელტეხილსა და აღმოსავლეთ ევროპაში

აღმოსავლეთ ევროპაში მოსულ ნარინჯისფერ თოვლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უცხოურმა მედიამ უჩვეულო მოვლენას არაერთი სტატია მიუძღვნა.



არ გეგონოთ, რომ ეს ფოტოები Instagram-ის უახლესი ფილტრითაა გაკეთებული პარასკევიდან მოყოლებული, თოვლის ნარინჯისფერმა საფარმა აღმოსავლეთ ევროპის ნახევარი დაფარა. ეს არც თუ ისე სასიამოვნო სანახავი იყო, რადგანაც პოსტ-აპოკალიფსურ სცენას წააგავდა, რამაც უცხოელი ტურისტები გააქცია. სანახაობის ამსახველმა მასალამ მთლიანად სოციალური მედია მოიცვა.

CNN-ზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნარინჯისფერი თოვლი სახუმარო თემადაც იქცა. სოციალური ქსელების მომხმარებლები წერდნენ, რომ თითქოს, პლანეტა მარსზე სრიალებდნენ.

BBC მეტეოროლოგებზე დაყრდნობით წერს, რომ რაც არ უნდა არაჯანსაღი ჩანდეს, ნარინჯისფერი თოვლი, დაახლოებით, 5 წელიწადში ერთხელ მოდის. ეს გამოწვეულია საჰარას უდაბნოს ქვიშის ქარიშხლებისგან, რომლებიც თოვლსა და წვიმაში აირია.

მიუხედავად წარსულში მომხდარი მსგავსი მოვლენებისა, ქვიშის შემცველობა, ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მაღალია. ხალხი ჩივის იმაზეც, რომ ქვიშიანი თოვლი მათ პირშიც კი ხვდება. Weather Channel-ის თქმით, NASA-ს მიერ გადაღებულ სატელიტურ ფოტოში კარგად ჩანს, როგორ აქვს დაფარული თეთრი ღრუბლები ყავისფერ ნაკადებს, მთელი აღმოსავლეთ ევროპის თავზე.

MET Office-ის მეტეოროლოგმა სტივენ კიტემ, Independent-ს უთხრა, რომ ქვიშის გაბნევა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ის ატმოსფეროს მაღალ დონეებს მიაღწევს.

"NASA-ს სატელიტური ფოტო კარგად ასახავს რამხელა ქვიშისა და მტვრის მასა არის ატმოსფეროში, რომელიც ხმელთაშუა ზღვისკენაა მიმართული. როდესაც წვიმს ან თოვს, ზემოთ რაც გროვდება, ყველაფერი ქვემოთ ჩამოდის," თქვა სტივენ კიტემ.

მასალა მომზადებულია Washington Post-ის სტატიაზე დაყრდნობით.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა საქართველოს ტერიტორიაზე, გოდერძის სათხილამურო ტრასაზე, გადაღებული ფოტოები, სადაც, ნარინჯისფერი თოვლის საფარია ნაჩვენები.

კომენტარები