კრიმინალი

სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ძალადობით სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ბრალდებით, ჭუბერში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1990 წელს დაბადებული მ.გ., მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, იტალიური კომპანია სალინი იმპრეჯილოს ტერიტორიაზე ავტომანქანით შეიჭრა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლა და მიიმალა.

"მ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) და 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ძალადობით ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას) მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 6  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები