სერგეი სკრიპალის მოწამლვის საქმე

უკრაინა, საფრანგეთი და აშშ სკრიპალის მოწამვლის გამო რუს დიპლომატებს გააძევებენ

Reuters

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწამვლის საპასუხოდ უკრაინა ქვეყნიდან 13 რუს დიპლომატს გააძევებს. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტმა პერტო პოროშენკომ განაცხადა.

"გადაწყვეტილება ბრიტანელი პარტნიორებისათვის და ტრანსატლანტიკური მოკავშირეებისათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ევროკავშირის ქვეყნებთან შეთანხმებით მივიღეთ." თქვა პოროშენკომ.

4 რუს დიპლომატს გააძევებს საფრანგეთიც. მათ ქვეყნის დასატოვებლად ერთ კვირას მისცემენ.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების და სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის ბრძანება გასცა.

ქვეყნიდან გაძევებულებს შორის იქნება ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში რუსეთის მისიის 12 წევრი.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები