რეკლამა

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კახეთში სასტუმრო Akhasheni Wine Resort-ი გაიხსნა

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის და KTW ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად, კახეთში, სოფელ ახაშენში საერთაშორისო სტანდარტების მქონე სასტუმრო - Akhasheni Wine Resort - გაიხსნა.

Akhasheni Wine Resort KTW Group–ის ახალი პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით. სასტუმრო გათვლილია როგორც ადგილობრივ დამსვენებელზე, ისე უცხოელ ტურისტებზე. სასტუმროში განთავსებულია 41 ნომერი, აქედან ორი - ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ეს არის ერთადერთი სასტუმრო კახეთის რეგიონში, რომელსაც მსგავსი ტიპის ნომრები აქვს.

Akhasheni Wine Resort-ში სტუმრებისთვის მოწყობილია საკონფერენციო და გასართობი სივრცეები, 4 საცურაო აუზი, ღვინის მარანი და ვენახი. სასტუმროს პროექტის ჯამური მოცულობა 2.3 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც საქართველოს ბანკმა დააფინანსა პროექტების - DCFTA და „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში.

"თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართული პროექტების დაფინანსება, რადგან წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა. KTW ჯგუფთან მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს და 10–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 40 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი წარმატებული პროექტისა. სრულიად ახალი სასტუმროს მშენებლობა კახეთის რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ღვინის ტურიზმის მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

კომენტარები