რუსი დიპლომატების გაძევება

რუს დიპლომატებს 21 ქვეყნიდან გააძევებენ

Reuters

დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწავმლის საპასუხოდ რუს დიპლომატებს 21 ქვეყნიდან გააძევებენ. 

თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაახმოვანა - მან თქვა, რომ ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი დატოვებს. ამის შემდეგ მსგავსი განცხადებები ევროპაშიც გაკეთდა. 

საფრანგეთი 4 დიპლომატს გააძვევებს. 

გერმანია - 4; პოლონეთი - 4, ჩეხეთი - 3, ლიტვა - 3, დანია - 2, ნიდერლანდები - 2, იტალია - 2, ესპანეთი - 2, ესტონეთი - 1, ხორვატია - 1, ფინეთი - 1, უნგრეთი - 1 ლატვია - 1, რუმინეთი - 1, შვედეთი - 1. 

ლატვიამ ასევე გადაწყვიტა რუსეთის იმ მოქალაქეთა სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

ნორვეგიას დატოვებს 1 რუსი დიპლომატი, ალბანეთს - 2, უკრაინას - 13, კანადას კი -- 4. 

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები