ჩრდილოეთ კორეა

სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა

კიმ ჩენ ინი
AP

გავრცელებული ცნობით ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იმყოფება. 2011 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტია.

იაპონური და ამერიკული მედიის მიხედვით კიმ ჩენ ინი ჩინეთში სპეციალური მატარებლით ჩავიდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიზიტის შესახებ ინფორმაციის ფლობას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ კიმ ჩენ ინი აპრილში სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე ინს უნდა შეხვდეს, ხოლო მაისში აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა იგეგმება.

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერი და კიმ ჩენ ინის მამა კიმ ჩენ ირი ჩინეთს რამდენიმეჯერ ესტუმრა. მისი ვიზიტები ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ მხოლოდ მის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ დაადასტურეს.

კომენტარები