აშშ-რუსეთი

რიბაკოვი: რუსეთი აშშ-ის მიერ 60 რუსი დიპლომატის გაძევებას მკაცრად უპასუხებს

Reuters

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიბაკოვის თქმით ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის გადაწყვეტილებას 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ მკაცრად უპასუხებს, თუმცა კვლავ ღია არის ვაშინგტონთან სტაბილურობის შესახებ მოლაპარაკებებისათვის.

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის რუსული ქიმიური იარაღით მოწავმლის საპასუხოდ რუს დიპლომატებს 21 ქვეყნიდან გააძევებენ.

თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაახმოვანა - მან თქვა, რომ ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი დატოვებს. გარდა ამისა, დაიხურება სიეტლში რუსეთის საკონსულოც. ამის შემდეგ მსგავსი განცხადებები ევროპაშიც გაკეთდა. 

საფრანგეთი 4 დიპლომატს გააძვევებს. 

გერმანია - 4; პოლონეთი - 4, ჩეხეთი - 3, ლიტვა - 3, დანია - 2, ნიდერლანდები - 2, იტალია - 2, ესპანეთი - 2, ესტონეთი - 1, ხორვატია - 1, ფინეთი - 1, უნგრეთი - 1 ლატვია - 1, რუმინეთი - 1, შვედეთი - 1, ირლანდია - 1.

ლატვიამ ასევე გადაწყვიტა რუსეთის იმ მოქალაქეთა სია გააფართოოს, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალება.

ნორვეგიას დატოვებს 1 რუსი დიპლომატი, ალბანეთს - 2, უკრაინას - 13, კანადას კი -- 4.

ავსტრალიის პრემიერმინისტრის თქმით ბრიტანეთისათვის მხარდაჭერის გამოსახატად ქვეყნიდან 2 რუს დიპლომატს გააძევებენ. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ სხვა ქმედებებიც განიხილონ, მათ შორის 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბოიკოტის გამოცხადება.

შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

კომენტარები