ბიძინა ივანიშვილი

ვაშაძე: დღესვე დავდებ 7,000 ლარს ევკალიპტის გადასარჩენად, დავტოვოთ ხე სადაც არის

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხეს ყიდის, ხის შეძენით ექსპრემიერი და ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. აუქციონი დღეს 17:00-ზე სრულდება. მასში მონაწილეობას იღებს დმანისის გადარჩენის ფონდი, ორგანიზაციის შეფასებით, ხე იქ უნდა დარჩეს სადაც გაიზარდა. 

"დღესვე დავდებ 7,000 ლარს ამ ხის გადასარჩენად, რომ ხე დარჩეს იმ ადგილზე, სადაც არის", - ამბობს დმანისის გადარჩენის ფონდის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვაშაძე.

განახლება: ხის ღირებულება უკვე არა 7,000, არამედ 7,140 ლარია, აუქციონი 4 საათში სრულდება, მასში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეუძლია. 

გასასხვისებელი ხის აღწერილობა ასეთია:

"მცენარის სიმაღლე საორიენტაციოდ - 26-27 მეტრი, შტამბის გარშემოწერილობა ფესვის ყელიდან - 10 სმ. სიმაღლეზე  - 10,1 მეტრი, შტამბის სიმაღლე - 3,4 მეტრი. აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები."

მოგებული საყდრისი და გადასახდელი 5 მილიონი

ამ აუქციონამდე გიორგი ვაშაძემ 5 მილიონად მოიგო აუქციონი, რომელზეც საყდრისის მიმდებარედ 16 ჰექტარზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემოდა. ამ აუქციონში მონაწილეობას თავდაპირველად საყდრისის გადარცენის ფონდი გეგმავდა, თუმცა ფონდი აუქციონის სისტემაში ვერ დარეგისტრიდა, ამიტომაც მასში მონაწილეობა მხოლოდ ვაშაძემ მიიღო.

დმანისის გადარჩენის ფოდნი 14 ორგანიზაციას აერთიანებს. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

არის თუ არა ისლამი ძალადობის რელიგია?

კომენტარები