თბილისის გენგეგმა

შაქარიშვილი: მინდა ხოშტარიას ბოდიში მოვუხადო, მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია

ლიბერალი

საკრებულოში ქართული ოცნების წევრი ვატო შაქარიშვილი ევროპული საქართველოს დეპუტატს ელენე ხოშტარიას ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

"ახლახანს, ქალბატონი ელენე ხოშტარიას live ჩართვა ვნახე facebook-ზე. მინდა მას მოვუბოდიშო, ვუთხრა და დავუდასტურო, რომ მისი მისამართით შეურაცხყოფა ნამდვილად არ ყოფილა,"- თქვა შაქარიშვილმა.

საკრებულოში ქართული ოცნების წევრმა ვატო შაქარიშვილმა გენგეგმის განხილვაზე ოპოზიციის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. "ბოზი ქალებივით ყვირიხართ!" - ასე უწოდა შაქარიშვილმა ოპოზიციონერებს. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ელენე ხოშტარიამ მომხდარზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, ხოშტარიას თქმით, კახა კალაძე მას სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევდა, რის შემდეგაც საკრებულოს დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ვციტირებ - მიწოდა ბოზი, რაღაცნაირი, არ მახსოვს, როგორი. დაიწყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა, ვაშველებდი ადამიანებს, მაგრამ ბოლომდე ვითხოვდი სიტყვას, რადგან ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა,", - ამბობს ხოშტარია.

კომენტარები