უბედური შემთხვევა

ბათუმში მცირეწლოვანი ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა

flickr

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა "საშუალო სიმძიმისაა". ბავშვს მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები