პაპუნა უგრეხელიძის საქმე

პაპუნა უგრეხელიძემ ბოლო სამუშაო დღეს გადაღებული სურათი გამოაქვეყნა

facebook.com/papuna

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, პაპუნა უგრეხელიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბოლო სამუშაო დღეს გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უგრეხელიძე ფეისბუქზე დაწერა. საჯარო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარე ყოფილ თანამშრომელსი შანტაჟში დაადანაშაუალ და ასევე, ღიად დაწერა მისი ვინაობა.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს პაპუნა უგრეხელიძეს ყოფილი თანამშრომელი, ეკა მესხიძე, მუქარაში, სექსუალურ და სქესის ნიშნით შევიწროებაში ადანაშაულებს. სავარაუდო მსხვერპლმა ომბუდსმენსაც მიმართა. 2017 წლის 3 მაისის დასკვნის მიხედვით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ "უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა". საჯარო რეესტრის ყოფილ თანამშრომელს ბრალდებების დამადასტურებელი, მუქარის შემცველი მიმოწერა შენახული აქვს და ტაბულასაც მიაწოდა, თუმცა მხოლოდ მათი ნაწილის გასაჯაროება ისურვა.

კომენტარები