ქუთაისი-ვროცლავი

31 მარტს Wizzair ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს

WizzAir

31 მარტს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz air ვროცლავი-ქუთაისის მიმართულებით პირველ რეგულარულ რეისს შეასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ინფორმაციით, 17 მაისიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizzair-ის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დადგება, რომელიც რეგურალურ რეისებს ათენის, პარიზის, რომის, ბარსელონასა და პრაღის
მიმართულებით შეასრულებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ქეთი ალექსიძის თქმით, ახალი მიმართულებების დამატებაზე კომპანია Wizzair-თან
კონსულტაციები მუდმივად მიმდინარეობს.

კომენტარები